vulkanuri formebi - maari

 

ძაბრისებრი ან ცილინდრის ფორმის თითქმის ბრტყელძირიანი აფეთქების კრატერი, რომლის უკონუსო ყელს გარს აკრავს ამოფრქვეული ფხვიერი მასალის ზვინული. მაარი წარმოიქმნება ვულკანური აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად (ლავის ამოუღვრელად). მაარის განიკვეთი 200-იდან 3200 მ-მდეა, სიღრმე - 400 მ-მდე. ზოგჯერ მაარი ტბას უკავია.

მათთვის დამახასისათებელია შლაკური საფრის უმნიშვნელო განვითარება, ლავური ნაკადების არყოფნა, მოკლე პერიოდული ამონთხევა და დაწყებითი აფეთქების დიდი ძალა.

მაარი განსაკუთრებით განვითარებულია გერმანიასა (ეიფელი) და საფრანგეთში (ოვერნი). გარდა ამისა იგი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, კანადა) და სამხრეთ ამერიკაში (პატაგონია).

გამოიყოფა ტუფური, ბაზალტური, აირული მაარები და ფსევდომაარები.